უნგრეთის ხელისუფლება კრიპტოვალუტის რეგულირების საკითხს განიხილავს

0
2458

უნგრეთის ხელისუფლება კრიპტოვალუტის სექტორის რეგულაციის საკითხს განხილავს. განხილვას შედეგად კონკრეტული წესების შემოღება უნდა მოჰყვეს.

როგორც უნგრული მედია იუწყება, ცენტრალური ბანკის, ფინანსთა სამინისტროს, საგადასახადო სამსახურისა და სხვა სამთავრობო დაწესებულებების წარმომადგენლებმა ჩამოაყალიბეს სამუშაო ჯგუფი, რომელსაც დაევალა კრიპტოვალუტის სამართლებრივი, ეკონომიკური, უსაფრთხოებისა და სხვა ასპექტების შეფასება.

ფინანსთა მინისტრმა, ადგილობრივ ბიზნეს მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყანაში ამ ეტაპზე კრიპტოვალუტა, როგორც გადახდის ლეგალური საშუალება არ გამოიყენება.

მინისტრის თქმით, კრიპტოვალუტას არ აქვს იურდიული ძალა, როგორც ელექტრონულ ფულს. ასევე ის არანაირი სახის ფინანსური ინსტრუმენტი არ არის, რომელიც ტრადიციული ვალუტის ექვივალენტად იქნება აღქმული.

მიუხედავად ამისა, ადგილობრივი კრიპტოინვესტორები ტრანზაქციების დაბეგვრის შემოღებას ელოდებიან. მოგება კრიპტოვალუტის ტრანზაქციიდან განისაზღვრება, როგორც “სხვა სახის შემოსავალი”, რომელიც 15%-იან დაბეგვრას ექვემდებარება.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ მაისის თვეში საფრანგეთმა კრიპტოვალუტის მოგების დაბეგვრა 45%-დან 19%-ზე შეამცირა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი