ლიხტენშტეინში ახალი კრიპტოვალუტის ბირჟა იხსნება

0
2542

Binance LCX-მა, Binance-მა და ლიხტენშტეინის Cryptoassets Exchange-მა ერთობლივად განაცხადეს, რომ ლიხტენშტეინში ახალი ბირჟა ფუძნდება, რომელიც ტრადიციული ვალუტიდან კრიპტოვალუტაში განახორციელებს ოპერაციებს.

დასაწყისისთვის, ახალ სავაჭრო პლატფორმაზე შვეიცარიის ფრანკითა და ევროთი შესაძლებელი იქნება მსხვილი კრიპტოვალუტების შეძენა. ბირჟა შემდგომი განვითარებისთვის მარეგულირებლის მიერ დადგენილი წესების მიხედვით იხელმძღვანელებს.

Binance უზრუნველყოფს პლატფორმის გამართულ მუშაობს, ხოლო Binance LCX-ის წარმომდგენლები მომხმარებლებთან ურთიერთობის საკითხებში იქნებიან ჩართულნი. ასევე მათ მოვალეობაში შევა მთავრობასთან კომუნიკაციაც.

“ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ლიხტენშტეინში არსებული და სამომავლო საკანონმდებლო ბაზა და პრაქტიკა უზრუნველყოფს Binance LCX-ისა და სხვა Blockchain კომპანიებისთვის მტკიცე საფუძველის შექმნას, რათა ლიხტენშტეინში კლიენტებს განსაკუთრებული სერვისები გაეწიოთ”,-აღნიშნა ლიხტენშტეინის პრემიერ-მინისტრმა ედრიან ჰესლერმა.

შეგახსენებთ, რომ ლიხტენშტეინის სამთავროს მონარქმა, პრინცმა ალოისმა ჯერ კიდევ მარტში განაცხადა, რომ სამეფო ოჯახი 5 მილიარდი დოლარის ინვესტირებას კრიპტოვალუტაში აპირებდა.

პრინცმა CNBC-თან ინტერვიუში აღნიშნა, რომ კრიპტოვალუტაში ინვესტირება სამეფო ოჯახის რეპუტაციას მნიშვნელოვანდ წაადგებოდა. “მთელი ეს ახალი ციფრული ეკონომიკა, არის რაღაც ისეთი, რაც მომავალში უფრო მეტად განვითარდება”,- განაცხადა პრინცმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი