17 იანვარს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1855

ხუთშაბათს, 17 იანვარს ციფრული ვალუტის ბაზარი წინა დღესთან შედარებით სტაბილური იყო. დღის განმავლობაში ფასების შემცირებაც დაფიქსირდა, თუმცა ეს მაჩვენებელი 2%-სა და 3%-ს არ ასცდენია.

ბიტკოინის კურსი 24 საათის განმავლობაში მხოლოდ 0.9%-ით შემცირდა. კრიპტოვალუტის ფასის ნიშნული ძირითადად 3.630 დოლარის ფარგლებში მერყეობდა.

კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 5%-ით არის შემცირებული, ხოლო თვის მანძილზე კი კრიპტოვალუტის კურსის კლება 10.5%-ს შეადგენს.

რაც შეეხება რიპლის: ალტკოინის ფასი უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში 1.4%-ით შემცირდა. უნდა აღინიშნოს, რომ რიპლის ფასი 0.33 დოლარის ფაგლებში განაგრძობდა მოძრაობას.

კვირის მანძილზე რიპლის კურსი 5%-ით შემცირდა. თვის მანძილზე კი ალტკოინის ფასს 13%-იანი კლება აქვს.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 17 იანვარს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 121.4 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი