ჩინეთი კრიპტოვალუტასთან მიმართებაში კვლავ მკაცრ პოზიციას ინარჩუნებს

0
2197

პეკინში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ჩინეთის მთავრობამ ცოტა ხნის წინ კვლავ გაიმეორა თავისი ნეგატიური პოზიცია პირველადი მონეტარული შეთავაზებისა და კრიპტოვალუტის ბირჟების მიმართ.

რამდენიმე მარეგულირებლის მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში, ჩინეთის სახალხო ბანკი აცხადებს, რომ ის გააგრძელებს ბრძოლას ინტერნეტიდან მომდინარე ფინანსურ რისკებზე და იქვე ხაზს უსვამს, რომ ICO-ს პროექტები და სავაჭრო პლატფორმები დახურულია საზოგადოების უსაფრთხოებისთვის.

ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ შემოღებულმა რეგულაციამ ჩინეთში უკანონო დაფინანსების შემცირება შეძლო, თუმცა საფრთხეები მაინც არსებობს.

უკანონო დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის საკითხში, მარეგულირებელი შეეცდება დაიცვას საზოგადოება თაღლითური გარიგებებისგან.

შეგახსენებთ, რომ 2017 წელს ჩინეთის მთავრობამ აკრძალა კრიპტოვალუტითა და ICO-ებით ვაჭრობა, როგორც არალეგალური საქმიანობა. აღსანიშნავია, რომ მთავრობა დღესაც იმავე პოზიციაზე დგას.

11 აპრილს, ჩინურმა ინტერნეტ-მაღაზიის ვებ-გვერდმა “Taobao-მ”, რომელიც არის Alibaba-ს შვილობილი კომპანია, განაცხადა, რომ იგი დაბლოკავს მაღაზიებს, რომელიც ICO-ს პლატფორმასთან არის დაკავშირებული, რადგან “Taobao-ს” ხელმძღვანელობის აზრით, ICO უკანონო და რისკის შემცველია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი