Citadel Securities-ის დამფუძნებელი კრიპტო ღირებულებას აბსტრაქტულ ხელოვნებას ადარებს

0
798

Citadel Securities-ის დამფუძნებელმა, კენ გრიფინმა, კრიპტოვალუტა აბსტრაქტულ ხელოვნებას შეადარა და განაცხადა, რომ ორივეს ღირებულება მნახველის პოზიციიდან გამომდინარეობს.

ლოს-ანჯელესში, მილკენის ინსტიტუტის გლობალურ კონფერენციაზე, კრიპტოვალუტის ღირებულებებზე საუბრისას, კენ გრიფინმა თავისი კოლექციის მაგალითზე შედარება გააკეთა:

„რატომ ღირს სურათი 10 მილიონი დოლარი? ეს ხომ უბრალოდ საღებავია ტილოზე?! თუმცა, ის ღირებულია მნახველისათვის.”

კენ გრიფინმა, რომლის ქონებაც Forbes-ის მონაცემებით, დაახლოებით 26 მილიარდ დოლარად არის შეფასებული, კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით ბევრი კომენტარი გააკეთა.

მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, გრიფინი თავად არასოდეს გახდეს კრიპტოვალუტის სრულფასოვანი მომხმარებელი, მისი პოზიცია გასულ წლებთან შედარებით მკვეთრადაა შერბილებული.

აღსანიშნავია, რომ მისი ერთ-ერთი მარკეტინგული კომპანია სწორედ კრიპტო სერვისების გავრცელებაზე მუშაობს.

შეგახსენებთ, რომ ჯერ კიდევ გასულ წელს კენ გრიფინმა ბიტკოინი ჯიჰადისტურ მოწოდებას შეადარა, ამერიკულ დოლართან მიმართებაში. თუმცა აღნიშნა, რომ Blockchain-ი საკმაოდ საინტერესო ტექნოლოგიად მიაჩნია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი