ჩინელი ნოტარიუსები საქმეებს Blockchain-ის დახმარებით განიხილავენ

0
1377

ჩინეთში ნოტარიუსები უკვე თვეებია ათასობით საქმეს Blockchain ტექნოლოგიის დახმარებით განიხილავენ.

იანვრის შემდეგ 3000-ზე მეტ საქმეზე 40-მა კომპანიამ გამოიყენა შანხაის Blockchain-ზე მომუშავე ნოტარიუსის პლატფორმა საქმისწარმოებისთვის.

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “Hui Cun” პლატფორმა (რომელსაც მართავს Shanghai Xuhui ნოტარიუსი) წარმოადგენს Blockchain-ზე დაფუძნებულ მონაცემთა შენახვის ელექტრონულ პროტოკოლს, რომელიც ახორციელებს სანოტარო წესით დამოწმების ფუნქციებს.

იგი ინახავს სურათებს, ვიდეოებსა და ეკრანის ჩანაწერებს პლატფორმაზე Blockchain ქსელის საშუალებით. შემდეგ ეს ფაილები ინახება სასამართლო პროცესებში გამოსაყენებლად.

შანხაის Xuhui სანოტარო ბიუროს მტკიცებით, პლატფორმა მათ საშუალებას აძლევს გამჭვირვალედ შეინარჩუნონ მტკიცებულებები და სანოტარო წესით დამოწმებული ხარჯები საშუალოდ 44%-ით შეამცირონ.

“Hui Cun პლატფორმაზე შენახული ელექტრონული მტკიცებულებები, ვინაიდან მათი ნამდვილობა გარანტირებულია, სასამართლოს აძლევს საშუალებას მარტივად წარმათოს პროცესები. ასევე ხელი შეუწყოს ახალი ტექნოლოგიების გამოყენებას მტკიცებულებათა შეგროვებაში, შეისწავლოს და გამოიკვლიოს მტკიცებულებებში ნამდვილობის მონაცემები და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის საქმეების საწარმოებლად სასამართლოს მნიშვნელოვნად დაეხმაროს”,-განაცხადა Xuhui სანოტარო ბიუროს დირექტორმა, პან ჰაომ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი