აშშ-ს მარეგულირებელმა BitPay-ი დააჯარიმა

0
1168

აშშ-ს მარეგულირებლის მიერ დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის კრიპტო კომპანიას სანქციები დაუწესდა.

მარეგულირებელმა განაცხადა, რომ BitPay–მ ხელი შეუწყო დაახლოებით 129,000 აშშ დოლარის ღირებულების ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ ოპერაციებს ყირიმის, კუბის, ჩრდილოეთ კორეის, ირანის, სუდანის და სირიის მომხმარებლების მიერ, რომლებიც ექვემდებარებიან შტატების მთავრობის მიერ სანქცირებული ქვეყნების რიგს.

შესაბამისად, კომპანიას ჯარიმის სახით, სახაზინო აქტივების კონტროლის ცენტრისათვის მოუწევს ნახევარ მილიონამდე დოლარის გადახდა. მარეგულირებელმა გაიმეორა, რომ კრიპტო ფირმებს სჭირდებათ სანქციების პროგრამებთან შესაბამისობა:

”ეს ქმედება ხაზს უსვამს იმას, რომ მარეგულირებლის ვალდებულებები ვრცელდება აშშ–ს ყველა პირზე, მათ შორის ციფრული სავალუტო სერვისების უზრუნველყოფაში მონაწილე პირებზე.”

გავრცელებული ინფორმაციით, 2,102 ტრანზაქცია, რომელსაც მარეგულირებელი ახსენებს, 2013–დან 2018 წლამდე განხორციელდა. ამ დროის განმავლობაში ოფისში აცხადებენ, რომ BitPay–მ, რომელიც უზრუნველყოფს მომხმარებლებსა და ვაჭრებს შორის კრიპტო საშუალებით განხორციელებულ ოპერაციებს, წამოდგენილი ჰქონდა მხოლოდ მათი სია ვინც კრიპტოვალუტა გაყიდა, როდესაც საჭირო იყო მყიდველების სიის წარმოდგენაც.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი