აშშ-ს მარეგულირებელი Blockchain კომპანიას მანიპულირებაში ადანაშაულებს

0
979

აშშ-ს ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისია აცხადებს, რომ სამ ადამიანს, რომელიც Long Blockchain Company-სთან თანამშრომლობდა, ბრალი აქვს წაყენებული.

აღნიშნული კომპანია Long Island Iced Tea Company-სთან არის ასოცირებული. მარეგულირებელმა განაცხადა, რომ ერიკ უოტსონს, ოლივერ ბარეტ-ლინდსს და განონ გიგუიერს აშშ-ს საოლქო სასამართლოს ნიუ-იორკის სამხრეთ რაიონში ბრალი წაუყენეს. მათი ბრალი ედებათ უკანონო ვაჭრობაში, რომელიც Blockchain კომპანიის რებრენდინგს შეეხებოდა, რამაც გამოიწვია კომპანიის საფონდო ფასის მნიშვნელოვანი ზრდა.

გიგუიერმა შეიძინა Long Blockchain-ის 35,000 აქცია მას შემდეგ რაც, განხორციელდა ცვლილება ბარეტ-ლინდსეის მიერ. კომპანიის რებრენდიგის შემდეგ, რაც ის Long Island Iced Tea–დან Long Blockchain–ად გადაკეთდა 2018 წლის დასაწყისში, მარეგულირებელმა განაცხადა, რომ მათი ფასი ბაზარზე მკვეთრად გაიზარდა, დაახლოებით დღეში 380%.

საბოლოო ჯამში გიგუიერმა თავისი წილები 160 000 დოლარად გაყიდა. მარეგულირებელმა ჯგუფმა თქვა, რომ ბარეტ-ლინდსიმ და გიგუიერმა უკვე აღიარეს დანაშაული ბირჟაზე მანიპულირების სქემაში, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია.

მათ დაეკისრებათ საზოგადოებრივი საქმიანობის შესრულება ან დაჯარიმდებიან. ასვეე სამომავლოდ მესამე მონაწილეს, უოტსონს აღარ შეეძლება კარიერული წინსვლა, მაგალითად, საზოგადოებრივი კომპანიის შექმნა, ან რომელიმე მსგავს კომპანიაში დირექტორად მუშაობა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი