ყაზახეთი მაინინგს მოგების გადასახადს დაუწესებს

0
1100

ყაზახეთის ეკონომიკის სამინისტრო მაინინგისთვის მოგების გადასახადის დაწესებას გეგმავს.

ყაზახეთის მთავრობის მიერ გაკეთებული წინადადება მიზნად ისახავს 15%-იან დაბეგვრას. დაგროვებული სახსრები კი ქვეყანაში COVID-19 კრიზისის დასაძლევად იქნება გამოყენებული.

ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ ყაზახეთის მთავრობის განცხადების თანახმად, ამ წლის ბოლოს ცენტრალური ბანკი ციფრულ ვალუტას გამოუშვებს.

ადმინისტრაციამ ჩინეთთან ერთად ციფრული ვალუტის განვითარების გეგმა გამოაქვეყნა.

ამასთანავე, ჩინეთის სავაჭრო სამინისტროს ცნობით, ყაზახეთი გეგმავს ციფრული ვალუტის მოპოვების ინვესტიციის გაორმაგებას მიმდინარე წლის ბოლოს. სამინისტროს განცხადებაში ისიც აღნიშნული იყო, რომ ყაზახეთი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის განვითარებას აგრძელებს.

ანგარიშის თანახმად, ყაზახეთის ციფრული ვალუტის მოპოვების პროექტმა მოიზიდა 82,6 მილიონი ტენგი, რაც დაახლოებით 20 მილიონი დოლარია.

როგორც ცნობილია, 2020 წელს ამ ინვესტიციის მასშტაბები 80 მილიონი ტენგით გაიზრდება.

დაახლოებით ერთი თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ყაზახეთი მომავალი სამი წლის განმავლობაში კრიპტო ინდუსტრიასთან დაკავშირებული საქმიანობის საშუალებით ინვესტიციების მოზიდვას აპირებდა.

საუბარი შეეხებოდა 740 მილიონი დოლარს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი