Kraken-ი ევროპულ ბაზარზე შესვლას ცდილობს

0
1003

აშშ-ში დაფუძნებული უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟა, Kraken-ი, კონკურენტი ბირჟის, Coinbase-ის კვალდაკვალ, ევროპულ ბაზარზე გაფართოვებას გეგმავს.

Kraken–ის აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ მისი კომპანია აქტიურად მუშაობს ევროპული ლიცენზიის მისაღებად, რომელიც მიზნად ისახავს რამდენიმე იურისდიქციის ათვისებას. რა თქმა უნდა, ლიცენზიის მიღება მარეგულირებელი ორგანოების მოთხოვნების დაკმაყოფილებას ნიშნავს.

გერმანულ ბიზნეს საინფორმაციო სააგენტო Handelsblatt–სთან ინტერვიუში, დირექტორმა აღნიშნა, რომ ბირჟა მოლაპარაკებებს აწარმოებდა მრავალ ევროპულ მარეგულირებელ ორგანოსთან.

აღმასრულებელმა დირექტორმა განაცხადა, რომ Kraken–ს ჯერ არ მიუღია გადაწყვეტილება მის პოტენციურ ევროპულ მარეგულირებელ იურისდიქციასთან დაკავშირებით, მაგრამ კომპანია მიზნად ისახავს ლიცენზიის მოპოვებას 2021 წლის ბოლოსთვის.

უნდა აღინიშნოს, რომ უმსხვილესი კრიპტოვალუტის ბირჟა, Kraken-ი ამჟამად მუშაობს მსოფლიოს თითქმის 190 იურისდიქციაში.

“ჩვენ ამჟამად, ევროპელ კლიენტებს ვთავაზობთ წვდომას გაერთიანებული სამეფოს რეგისტრირებული ერთეულის მეშვეობით და ვიცავთ მოქმედ მოთხოვნებს.

ასევე აქტიურად ვიკვლევთ მრავალ ვარიანტს, რომ შევინარჩუნოთ შესაბამისობა როგორც ახლა, ასევე მომავალში, მათ შორის აქტიურად ვმუშაობთ სხვადასხვა ევროპული ქვეყნის ლიცენზიის მოპოვებაზე”,- განაცხადა მედიასთან ინტერვიუს დროს კრიპტოვალუტის ბირჟის წარმომადგენელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი