ანალიტიკოსები: ეთერიუმის კურსს მხარდაჭერა 280 დოლარზე აქვს

0
2235

ბოლო ორი დღის განმავლობაში ბიტკოინი ფასის გაზრდას ცდილობს. ბიტკოინის კურსის მომატებისთვის საჭიროა, რომ 6.500 დოლარის ზღვარი გადაილახოს.

ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ იმ შემთხვევაში თუკი ბიტკოინი ფასის გაზრდას ვერ მოახერხებს მაშინ მომდევნო პოზიცია 5.910 დოლარზე იქნება. ამ შემთხვევაში კრიპტოვალუტა 5.910-დან 6.500 დოლარის ფარგლებში იმერყევებს.

თუმცა, თუ ბიტკოინის კურსი კლების ტენდენციას აჩვენებს მაშინ მოსალოდნელია, რომ ფასი ჯერ 5.450-ზე ხოლო, შემდგომ 5.000 დოლარამდე დაეცეს.

ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ, რომ მომდევნო კრიტიკული დღეების განმავლობაში ვაჭრობა არ განახორციელონ და ფასის კორექტირებას თვალყური ადევნონ.

რაც შეეხება ეთერიუმს: ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ეთერიუმის ფასი მკვეთრად დაეცა. 12 აგვისტოს კრიპტოვალუტას ჰქონდა მცდელობა კურსის ოდნავ მომატების, თუმცა საბოლოოდ მაინც კლებისკენ წავიდა.

როგორც ანალიტიკოსები ამბობენ, ეთერიუმის კურსს 280 დოლარის დონეზე ექნება მხადაჭერა.

ექსპერტები ტრეიდერებს იქამდე არ ურჩევენ ვაჭრობას, სანამ ეთერიუმის ფასი ზრდის მიმართულებით არ დაიწყებს სვლას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი