კოლუმბიის ბანკებმა ერთ-ერთი კრიპტოვალუტის ბირჟის ანგარიშები დახურეს

0
2979

კოლუმბიის ბანკებმა სამხრეთ ამერიკული კრიპტოვალუტის ბირჟის Buda-ს ყველა ანგარიში დახურეს.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება Diario Bitcoin-ი იტყობინება.

როგორც აღმოჩდა, ბანკების მხრიდან ეს ნაბიჯი სპონტანური იყო. ბანკებმა დაადასტურეს, რომ ანგარიშები დახურეს, ხოლო რა გახდა ამისი მიზეზი არ განუმარტავთ.

კრიპტოვალუტის ბირჟამ კი განაცხდა, რომ გარკვეული ტექნიკური სირთულეები წარმოიქმნა. ბირჟა 13 ივნისისთვის გეგმავს სერვისების სრულად განახლებას.

კოლუმბიაში დაფუძნებულ Buda-ს აღმასრულებელმა დირექტორმა ალეხანდრო ბელტრანმა გავრცელებული ინფორმაცია ადგილობრივ მედიაში Cripto 247-თან საუბრისას დაადასტურა. თუმცა, მან ასევე დაასახელა სამი ბანკი, რომელმაც დაბლოკა Buda-ს ანგარიშები.

Cripto 247-ის ჟურნალისტი ბირჟის ანგარიშების დახურვას კოლუმბიის ფინანსური მარეგულირებლისგან გაცხადებულ შენიშვნებს უკავშირებს, რომელიც თებერვალში გავრცელდა. გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნული იყო რომ, ბანკები არ იყვნენ უფლებამოსილნი ეთანამშრომლათ კრიპტო-პლატფორმებთან.

შეგახსნებთ, რომ 7 ივნისს, როდესაც ბანკებმა კრიპტოვალუტის ბირჟის ანგარიშები დახურეს ამის პარალელურად, კოლუმბიის სენატში დისკუსია მიმდინარეობდა კრიპტოვალუტებისა და Blockchain-ის სამომავლო პოტენციალთან დაკავშირებით.

აღსანიშნავია, რომ კოლუმბიის მწვანეთა ალიანსიის სენატორმა ანტონიო ნავარო ვულფმა განაცხადა, რომ Blockchain-ი კოლუმბიელების ცხოვრებას შეცვლიდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი