კრიპტოსფეროში ინვესტორი ქალების რიცხვი იზრდება

0
2182

ბოლო ექვსი თვის განმავლობაში კრიტობიზნესში ქალების ჩართულობა 6%-დან 13%-მდე გაიზარდა.

ანგარიში დაფუძნებულია ბრიტანეთის კრიპტოვალუტის ლონდონის Block ბირჟის ბაზრის კვლევის ბაზაზე.

კვლევა ასევე ხაზს უსვამს მამაკაცებისა და ქალების მხირდან ინვესტირებას. როგორც აღმოჩნდა, ქალები უფრო სტრატეგიულად უდგებიან კრიპტოვაჭრობას, ვიდრე მამაკაცები. როგორც კვლევაშია აღნიშნული, მამაკაცებს ფულის დაკარგვის საფრთხე განსაკუთრებულად აშინებთ.

გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ ქალები პარტნირობისა და რჩევების თვალსაზრისით მამაკაცებისგან აშკარად განსხვდებიან. თუ ქალები ახლობლებთან, მეგობრებთან ან ოჯახთან საუბრობს საკუთარი ინვესტიციების შესახებ და იღებენ რჩევებს, მამაკაცები ერთპირვნული გადაწყვეტილების ხარჯზე ამჯობინებენ კრიპტოვალუტაში ინვესტირებას.

ადრე ჩატარებულ Etoro კრიპტობირჟის კვლევაში ინვესტირების თვალსაზრისით, მამაკაცები დომინირებდნენ. მამაკაცები ინვესტორთა 91.5% -ს შეადგენდნენ. ქალების პროცენტული რაოდენობა კი, მხოლოდ 8.5-ს აღწევდა.

ლონდონის Block ბირჟის ბიზნეს-ანალიტიკოსი აგნეს დე როიერი მიიჩნევს, რომ ამ ტენდენციაში შეიძლება ცვლილებების შეტანა.

“ჯერ კიდევ არსებობს საყოველთაო მიდგომა, რომ კრიპტოვალუტა არის მხოლოდ მამაკაცებისთვის, მაგრამ ჩვენ ვნახეთ ასობით ქალი, რომელიც ჩვენს ბირჟაზე ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში არის დარეგისტირებული”,- აღნიშნა აგნეს დე როიერმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი