Poloniex-სა და KuCoin-ს საერთო გეგმები აქვთ

0
1213

კრიპტოვალუტის ბირჟები: Poloniex-ი და KuCoin-ი აპირებენ, რომ ერთად შეისწავლონ კრიპტო ინდუსტრია.

“ვიმედოვნებთ, რომ ეს კოლაბორაცია სარგებელს მოუტანს მთელ სექტორს”,-აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

Poloniex-ი და KuCoin-ი მიზნად ისახავს დაეხმარონ კრიპტო ინდუსტრიას განვითარებაში. სექტორის წევრების ერთმანეთთან კონკურენციის ნაცვლად, საჭიროა გაერთიანება.

პირველ რიგში ბირჟები სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მხარდასაჭერად გააერთიანებენ ძალებს. ეს კი დაეხმარება ორივე კომპანიას წინსვლაში, რადგან ჯერჯერობით ორივე ბირჟა სარგებლობს სხვა კომპანიების სამეცნიერო მხარდაჭერით.

ცხადია, რომ როგორც მინიმუმ ბირჟები ტექნოლოგიების კვლევასა და განვიათარებაში მიიღებენ მონაწილეობას.

”დღევანდელი საერთაშორისო პოლიტიკური და ეკონომიკური სიტუაციის სირთულის გამო, გლობალური ინსტიტუციური და ინდივიდუალური ინვესტორები ცდილობენ დააბალანსონ ახალი სისტემური რისკი და მაღალხარისხიანი აქტივების გრძელვადიანი სტრატეგიული მოგება”, – აღნიშნა KuCoin Global-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯონი ლიუმ.

გლობალური ბიზნესისა და მარკეტინგის ვიცე-პრეზიდენტმა, შელი ვუმ განაცხადა, რომ Poloniex-სა და KuCoin-ის პარტნიორობა, რომელიც მოიცავს ერთობლივ ძალისხმევას, ბირჟებს საერთო მიზნის მიღწევაში დაეხმარებათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი