ყოფილი დეპუტატი: ცენტრალურმა ბანკებმა ბიტკოინი უნდა აკრძალონ

0
1014

ყოფილი ბრიტანელი დეპუტატი ამბობს, რომ ცენტრალურმა ბანკებმა ბიტკოინი უნდა აკრძალონ.

ნიკ ბოლსმა, ცოტა ხნის წინ, “ტვიტერზე” დაწერა, რომ სამყარო ბიტკოინის გარეშე უკეთსი იქნებოდა და ცენტრალურმა ბანკმა უნდა აკრძალოს ის.

მან BBC-ს კორესპოდენტ, რორი სელან-ჯონსისგან პოსტი გაიზიარა, სადაც ნაჩვენებია, რომ ბიტკოინმა გაუსწრო არგენტინას წლიური ენერგიის მოხმარების საკითხში. მონაცემები შეადგინა კემბრიჯის უნივერსიტეტმა და წარმოდგენილია კემბრიჯის ბიტკოინის ელექტროენერგიის მოხმარების ინდექსში.

”ცენტრალურმა ბანკებმა უნდა აკრძალონ ბიტკოინზე ვაჭრობა და აიძულონ ის, ვინც ფლობს ბიტკოინს და სურს გამოიყენოს იგი ნებისმიერ გარიგებაში, შეცვალოს იგი სხვა ვალუტით, რომელსაც არ აქვს ასეთი საზიანო გვერდითი ეფექტი. არსებობს სხვა კიბერ ვალუტა, რომელიც რეალური სამყაროს ეკოლოგიას ზიანს არ აყენებს”, – განაცხადა ნიკ ბოლსმა.

აღსანიშნავია რომ, ბიტკოინის ენერგიის მოხმარების ზრდამ კრიპტო ინდუსტრიაში შიდა კამათი გამოიწვია იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოხდეს მაინინგის სამუშაოების ეკოლოგიური გავლენის კომპენსაცია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი