ნიგერიაში ბიტკოინის აპარატი რეალიზაციაში ჩაეშვა

0
1703

აფრიკის ერთ-ერთ ქვეყანაში პირველი ბიტკოინის ბანკომატი რეალიზაციაში ჩაეშვა. ნიგერიაში უკვე არსებობს ბიტკოინის აპარატი.

Blockstale BTM არის კომპანია, რომელმაც გამოუშვა ბანკომატი. ამ ეტაპზე კიდევ 30 ბანკომატის გამოშვება იგეგმება.

”ნიგერიაში კრიპტოვალუტების შესახებ იურიდიული გაურკვევლობის მიუხედავად, როგორც ჩანს, აფრიკის კონტინენტზე ყველაზე მეტად ნიგერიელები არიან ციფრული ვალუტებით დაინტერესებულები”,- განაცხადა Blockstale-ის ადგილობრივმა ხელმძღვანელმა.

ანალიტიკოსების ნაწილი ფიქრობს, რომ აფრიკის კონტინენტზე კრიპტოვალუტას განვითარების დიდი პოტენციალი აქვს.

Twitter-ისა და Square–ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის განაცხადების თანახმად, აფრიკის კონტინენტი ციფრული ვალუტის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია.

ჯეკ დორსიმ აფრიკაში 2019 წელს იმოგზაურა. ის ნიგერიასა და განაში იმყოფებოდა.

თავის განცხადებაში ჯეკ დორსი ხაზს უსვამდა აფრიკის პოტენციალს ბიტკოინთან მიმართებაში.

”აფრიკა განსაზღვრავს მომავალს, განსაკუთრებით კი ბიტკოინის!”, – აღნიშნა Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. ასევე ცნობილი გახდა, რომ მომავალ წელს 6 თვე ჯერ დორსი აფრიკის კონტინენტზე გაატარებდა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე სამხრეთ აფრიკაში შვიდი კრიპტო ბანკომატია განთავსებული.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი