პოლონეთის მარეგულირებელი: ქვეყანაში კრიპტოვაჭრობა სრულიად ლეგალური საქმიანობაა

0
2035

ცოტა ხნის წინ, პოლონეთის საფინანსო მარეგულირებელმა დაადასტურა, რომ კრიპტოვალუტით ვაჭრობა ქვეყანაში სრულიად ლეგალურია.

ბოლოდროინდელი ნაბიჯებით, პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის კომისია ცდილობდა განემარტა კრიპტოვალუტის სტატუსი და კრიპტოვალუტის ვაჭრობა.

უნდა აღინიშნოს, რომ მარეგულირებლის განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, როდესაც მედიაში აქტიურად დაიწყო ინფორმაციის გავრცელება, რომ მთავრობა კრიპტოვალუტის მიმართ საწინააღმდეგო კამპანიას აწარმოებდა.

პოლონეთის მარეგულირებლის ბოლო განცხადების თანახმად, ქვეყანაში კრიპტოვალუტით ვაჭრობა არ არის აკრძალული საქმიანობა, რადგან უბრალოდ არ არსებობს წესები, რომლის მიხედვითაც აიკრძალება ვაჭრობა.

თუმცა, ფინანსურმა ორგანომ აღნიშნა, რომ მთავრობა ორიენტირებულია ბაზარზე მარეგულირებელი სისტების განვითარებაზე, რათა თავიდან იქნას აცილებული ის რისკი, რომელიც დაკავშირებულია ისეთ კრიმინალურ საქმიანობასთან, როგორიცაა ფულის გათეთრება, გადასახადების გადაუხდელობა და ტერორიზმის დაფინანსება.

ქვეყნის საფინანსო ზედამხედველობის სამსახური აღნიშნავს, რომ გეგმავს ბიტკოინისა და ალტკოინის მარეგულირებელი სისტემის დანერგვას, რომელიც 2018 წლის 13 ივლისს ოფიციალურად გაცხადდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი