ეთერიუმის თანადამფუძნებელი ბიტკოინს აკრიტიკებს

0
1449

ეთერიუმის თანადამფუძნებელმა, ვიტალიკ ბუტერინმა გუშინ Twitter-ზე დაწერა, რომ ბიტკოინის დეველოპერთან ერთად მონაწილეობას იღებდა დისკუსიაში. დისკუსიის დროს ვიტალიკ ბუტერინმა აღნიშნა, რომ ბიტკოინი ყოველთვის არ წარმოადგენდა “ციფრულ ოქროს”.

ვიტალიკ ბუტერინი სხვდასხვა ინტერვიუში აღიარებს ბიტკოინის შესაძლებლობას, თუმცა ამავდროულად არცთუ იშვიათად აკრიტიკებს. დაახლოებით ერთი წლის წინ ეთერიუმის თანადამფუძნებელმა განაცხადა, რომ იგი ცდილობდა ბიტკოინის შეზღუდული ფუნქციონირება ეთერიუმის განვითარებით მოეგვარებინა.

კრიპტოვალუტის თანადამფუძნებელმა აღნიშნა, რომ ბიტკოინს გარკვეუული შეზღუდვები ჰქონდა. ეთერიუმი კი სმარტფონს ჰგავდა, რომელსაც შეეძლო თითქმის ყველანაირი სახის აპლიკაციის წარმოება.

“ასე რომ, რაც მე შევქმენი ეს იყო საბაზისო ტიპის სმარტფონის გარკვეული სახე. თუმცა ძირითადი იდეა სისტემის სიმძლავრის გაზრდას გულისხმობს, რათა კრიპტოვალუტას უფრო ზოგადი დანიშნულება მიეცეს. თუმცა ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, კავშირში იქნება Blockchain ტექნოლოგიასთან”,- აღნიშნა ეთერიუმის თანადამფუძნებელმა ვიტალიკ ბუტერინმა.

შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ეთერიუმის ფასის ნიშნული 138 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი