ირლანდია პოლიტიკური პარტიებისთვის კრიპტოდონაციას კრძალავას

0
953

კრიპტოვალუტის გამოყენებით პოლიტიკური პარტიებისთვის გაღებული შემოწირულობები ირლანდიაში აიკრძალება, პოლიტიკური მთლიანობის შესახებ ახალი კანონების მიხედვით, რომელიც შემუშავებულია პოლიტიკაში საგარეო ჩარევის გამო.

მინისტრ დარაგ ო’ბრაიენის მიერ შემოთავაზებული ცვლილებები ასევე მოიცავს წესებს უცხოური შემოწირულობების, დეზინფორმაციისა და პოლიტიკური პარტიებისთვის გამჭვირვალობის სხვა მოთხოვნებს. ეს კი, ერთის მხრივ, მათ არჩევნებში რუსეთის ჩარევის გამო ხდება.

Independent-თან საუბრისას ო’ბრაიენმა განაცხადა, რომ კანონები კიდევ უფრო დაიცავს ირლანდიის დემოკრატიულ სისტემას კიბერ ომის მზარდი საფრთხის გათვალისწინებით, რომელიც მიზნად ისახავს თავისუფალი ქვეყნებისთვის ზიანის მოტანას.

ამ ახალი კანონების დაცვას ახლადშექმნილი საარჩევნო კომისია გაუწევს ზედამხედველობას.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა ოდენობის კრიპტოვალუტას რიცხავენ ირლანდიაში მოქმედი პოლიტიკური პარტიების ანგარიშებზე.

ო’ბრაიენმა კანონების რეფორმირების კამპანია 2022 წლის იანვარში დაიწყო. მან პოლიტოლოგებისა და იურიდიული ექსპერტებისგან შემდგარი სამუშაო ჯგუფი ჩამოაყალიბა, რათა გამოიძიონ ახალი საარჩევნო კანონები რუსეთ-უკრაინის ომის ესკალაციის გამო.

შეგახსენებთ, რომ კრიპტოპოლიტიკური შემოწირულობების აკრძალვა არ იქნება პირველი შემთხვევა. აღნიშნული ფორმით შემოწირულობა 2018 წელს კალიფორნიის შტატმაც აკრძალა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი