Visa NFT-ის განვითარებას იწყებს

0
1186

Visa-მ, ცოტა ხნის წინ, Visa Creator Program-ის ოფიციალური გაშვება გამოაცხადა. ეს არის პროდუქტის ერთწლიანი სტრატეგია და მენტორობის პროგრამა იმ მეწარმეებისთვის, რომლებიც მუშაობენ ხელოვნების სხვადასხვა სფეროში.

პროგრამა სამიზნე აუდიტორიას დაეხმარება დააჩქარონ თავიანთი მცირე ბიზნესი NFT-ის მეშვეობით. Visa-ს თანახმად, შემქმნელთა პროგრამის მიზანია კულტურის სფეროში მოღვაწე არტისტების გაერთიანება და გაძლიერება.

პროგრამის შესახებ გასულ წელს გამოცხადდა. შარშანდელი სატესტო პერიოდის პირველი შემოქმედი Micah Johnson-ია, რომელმაც თავის მხრივ, Aku World NFT საზოგადოება დაარსა. ჯონსონი ყოფილი ბეისბოლის მოთამაშეა, რომელიც პენსიაზე გასვლის შემდეგ (2018 წელს) მხატვარი გახდა და შექმნა პროექტი Aku.

Aku პირველ NFT ხელოვნების ნიმუშად ითვლება. ჯონსონის ნამუშევარი 6,178 ეთერიუმად გაიყიდა, რაც დაახლოებით 20 მილიონი დოლარია.

Visa-ს კრიპტო განყოფილების ხელმძღვანელმა, კუი შეფილდმა განაცხადა, რომ NFT-ის პოტენციალი აქვს, რომ ეკონომიკის მძლავრი ამაჩქარებელი გახდეს. მან დაამატა, რომ Visa Creator Program-ი არის გზა, რათა დაეხმაროს ამ ახალი სახის მცირე და მიკრო ბიზნესს ციფრული კომერციის ახალი საშუალებების გამოყენებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი