ზიმბაბვეს სარეზერვო ბანკი Blockchain ტექნოლოგიის შესწავლის ინიციატივით გამოდის, რათა შემდგომში ტექნოლოგია საბანკო სექტორსა და ბიზნეს პროცესებში ინტეგრირდეს.
ჰარარეში საბანკო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე საუბრისას სარეზერვო ბანკის აღმსასრულებელმა დირექტორმა ჯონ მანგუდიამ განაცხადა, რომ ბანკი დაინტერესებულია ამ ტექნოლოგიით.
მან განაცხადა, რომ ცენტრალური ბანკები მთელ რიგ ქვეყნებში, მათ შორის ჩინეთში, აშშ-ში, დიდ ბრიტანეთსა და სამხრეთ აფრიკაში, საბანკო საქმიანობაში Blockchain-ს აქტიურად იყენებენ.
“მე არ ვამბობ არაფერს ცალკე კრიპტოვალუტის შესახებ, რადგან Blockchain-ი უფრო მნიშვნელოვანია. Blockchain-ი მოიცავს ყველა კრიპტოვალუტას, როგორიცა არის ბიტკოინი და ა.შ. ჩვენ ვამბობთ, რომ ჩვენ ვიწყებთ კვლევებს, ვეძებთ გზებსა და საშუალებებს, რათა შევისწავლოთ Blockchain ტექნოლოგია”,-აღნიშნა სარეზერვო ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა.
მანგუდიამ ასევე განაცხადა, რომ, როდესაც ბანკი Blockchain ტექნოლოგიას იყენებს ეს ნიშნავს, რომ ბანკი არ ჩამორჩება მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ განვითარებას.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზიმბაბვეს სარეზერვო ბანკის აღმასრულებელ დირექტორს განსხვავებული დამოკიდებულება აქვს კრიპტოვალუტის მიმართ.
“რისი წინააღმდეგიც ვართ, რასაც მე ყოველთვის ვამბობ, არის ის, რომ კრიპტოვალუტა არ არის რეგულირებული, რადგან ჩვენ უნდა ვიცოდეთ, ბიტკოინთან დაკავშირებით სად უნდა ველოდოთ საფრთხეებს”,- აღნიშნავს ჯონ მანგუდია.