თურქეთში ბიტკოინზე მოთხოვნა გაზრდილია

0
1055

თურქეთში ბიტკოინზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში მომხმარებლების მხრიდან გამოხატულმა ინტერესმა ანალიტიკოსების ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ექსპერტები აცხადებენ, რომ აღნიშნული გამოწვეულია თურქული ლირის 14%-იანი ვარდნის გამო, რის პარალელურადაც ბიტკოინის ძიებამ 566% იმატა. ლირის ღირებულება 14%-ით დაეცა მას შემდეგ, რაც თურქეთის პრეზიდენტმა, ერდოღანმა თანამდებობიდან გაათავისუფლა ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველი.

ყოფილ მმართველს, ნაცი აგბალს მიაწერდნენ ლირის ისტორიულ სიძლიერეს, რის გამოც მისმა გათავისუფლებამ შოკში ჩააგდო ინვესტორები. ასევე შეწყვეტილი ინვესტიციების გამო ლირამ სუსტი ინფლაციური ვარდნა განიცადა.

ბოლო 14%-იანი ვარდნა გამოწვეულ იქნა იმ შეშფოთებით, რომ ნაცი აგბალის მიერ მიღწეული პროგრესი შეიძლება განადგურდეს ახალი ხელმძღვანელის დანიშვნით. მის ადგილას ბანკირი და პოლიტიკოსი, შაჰაპ კავჩიოღლუ ინიშნება.

შეგახსენებთ, რომ მარტის დასაწყისში, თურქეთის ფინანსთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ის ცენტრალურ ბანკთან ერთად კრიპტოვალუტისთვის ხელსაყრელი და უსაფრთხო მარეგულირებელი სისტემის შექმნაზე იმუშავებდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი