Huobi ტაილანდში მუშაობას აჩერებს

0
755

ტაილანდის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) გააუქმა Huobi-ს კრიპტო ბირჟის ტაილანდური ფილიალის ოპერაციები, შედეგად პირველი ივლისიდან ის ვეღარ მოემსახურება ადგილობრივ კლიენტებს.

ტაილანდის SEC-მა Huobi-ს ლიცენზია ჯერ კიდევ მაისში გააუქმა, რისი მიზეზიც ადგილობრივი რეგულაციების არ შესრულება გახდა. მას შემდეგ ბირჟა ყოველკვირეულად იღებს გაფრთხილების წერილებს. საბოლოო გაფრთხილება კი ბირჟის მუშაობას ტაილანდის ბაზარზე საბოლოოდ შეაჩერებს.

Huobi Thailand-ი ეფუძნება ორიგინალურ Huobi Cloud Thailand პროექტს, რომელიც აშენებულია Huobi Cloud-ისა და მისი ადგილობრივი ტაილანდური პარტნიორის G.L.T. Huobi Cloud მიერ, მათი ლოკალურ ბაზარზე მუშაობა არსებული სერვისების შეთავაზების გარდა, ძირითადად პროდუქტების მხარდაჭერასა და საზოგადოებაში გავრცლეებას ისახავდა მიზნად.

ამჟამინდელი ბრენდის ავტორიზაციისა და ტექნიკური მომსახურების კონტრაქტები Huobi Thailand-თან ამოიწურა და Huobi Cloud აღარ უზრუნველყოფს ამ პროექტის მხარდაჭერას მომავალში.

ბირჟამ განაცხადა, რომ ცდილობდა მარეგულირებელი საკითხების მოგვარებას, მაგრამ მოუწევს ოპერაციების შეწყვეტა SEC-ის ბრძანებების გამო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი