ნიუ-იორკში კრიპტოვალუტის კომპანიებს ყოველწლიური შეფასების საფასურის გადახდა მოუწევთ

0
788

ნიუ-იორკში კრიპტო-ბიზნესის წარმოების ღირებულება იზრდება. სახელმწიფო ემზადება, რომ მოითხოვოს ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც BitLicense-ს მქონე კრიპტო ბიზნესებს მოუწევთ დამატებითი საშემოსავლოს გადახდა, რათა მთავრობა დარწმუნდეს, რომ ისინი რეგულაციებს იცავენ.

ეს ახალი კანონი ნიუ-იორკის შტატის 2023 წლისათვის ბიუჯეტში შესატანი ცვილებების ნუსხაში შედიოდა, რომელსაც გუბერნატორმა, ქეითი ჰოჩულმა მოაწერა ხელი.

ამ კანონის მიხედვით შტატის ფინანსური სერვისების დეპარტამენტს (DFS) მიენიჭება ახალი უფლებამოსილება შეაგროვოს საზედამხედველო ხარჯები ლიცენზირებული ციფრული ვალუტის ბიზნესებისგან.

DFS-ის ზედამხედველმა, ადრიენ ჰარისმა განაცხადა, რომ აღნიშნული გაზრდილი საკომისიოები ციფრული ვალუტის ბიზნესებს უფრო მჭიდროდ დააკავშირებს ისეთ ინსტიტუტებთან, როგორიცაა საბანკო და სადაზღვევო კომპანიები.

„ნიუ-იორკი იყო პირველი, რომელმაც დაიწყო ციფრული ვალუტის კომპანიების ლიცენზირება და ზედამხედველობა. ჩვენ ვაგრძელებთ უფრო მეტი ლიცენზიანტის მოზიდვას და კრიპტო სტარტაპების დაფინანსებას ქვეყნის ნებისმიერ შტატში”,- ადრიენ ჰარისი.

აღსანიშნავია, რომ BitLicense-ი სწორედ ნიუ-იორკის შტატის მოთხოვნითაა შექმნილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი