ვენესუელის ეროვნული კრიპტოვალუტით სოციალური პროექტი განხორციელდება

0
1875

ვენესუელის მთვავრობის წევრმა ილდემარო ვილაროელმა განაცხადა, რომ ქვეყნის მთავრობა უსახლკაროებისთვის სახლების მშენებლობას ეროვნული კრიპტოვალუტის, პეტროს გამოყენებით გეგმავს.

მთავრობა დააფინანსებს პროექტს, სახელწოდებით “დიდებული მისია ვენესუელის მაცხოვრებლებისთვის”, რომელიც მიზნად ისახავს უსახლკაროებისთვის საცხოვრებლით უზრუნველყოფას.

ოფიციალური ინფორმაციით, ვენესუელის მთავრობამ 2 მილიონზე მეტი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა უკვე დაასრულა.

ვილაროელმა განაცხადა, რომ სამშენებლო პროცესის დასაწყებად კიდევ 33-მა კომპანიამ დაიწყო ტექნიკური, ფინანსური და ლოჯისტიკური სამუშაოები.

“კომპანიის მმართველებთან ერთად ჩვენ განვიხილავთ მეორე კვარტალში განსახორციელებელ გეგმებს. მეორე კვარტალში პროექტს ექნება ფინანსური მხარდაჭერა, რომელიც გამყარებული იქნება პეტროთი”,- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

ადგილობრივმა გამოცემამ დასძინა, რომ პეტროს სახსრების მშენებლობისთვის “დამცავი ფარი” იქმნება. ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ ბიუჯეტიდან 75 მილიარდი ბოლივარი, რაც დაახლოებით, 750.000 აშშ დოლარია და ასევე 909.000 პეტრო სახლების ასაშენებლად გამოჰყო.

შეგახსენებთ, რომ ეს არ არის მთავრობის პირველი სოციალური ინიციატივა ვენესუელაში, რომელიც დაფუძნებულია ეროვნული ნავთობით გამყარებულ კრიპტოვალუტა პეტროზე. პრეზიდენტის ბრძანებით, მაისში პეტროთი დაფინანსებული კრიპტოვალუტის ბანკის დაფუძნების იდეა გაჩნდა, რომლის მიზანიც ახალგაზრდებისა და სტუდენტების ინიციატივების მხარდაჭერა იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი