ანალიტიკოსები: შესაძლოა, Stellar-ის ფასი 0.184 დოლარამდე გაიზარდოს

0
1112

ორდღიანი ფასის მომატების შემდეგ Stellar-მა განაახლა კლების ტენდენცია. გუშინ კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 0.113754 დოლარის ნიშნულზე გაისხნა, რომელიც ასევე იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული. კურსის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 0.104563 დოლარი იყო, ხოლო დღის ბოლოს ვაჭრობა 0.105800 დოლარზე დაიხურა.

ანალიტიკოსების მოსაზრებით, ალტკოინს შემდეგი მხარდაჭერა 0.08 დოლარზე ექნება. თუმცა თუკი Stellar-მა ზრდის ნიშანი აჩვენა მოსალოდნელია, რომ ფასი 0.184 დოლარის ნიშნულამდეც კი გაიზარდოს.

ამ ეტაპზე ექსპერტები ტრეიდერებს ურჩევენ ფასების კონფიგურაციას დააკვირდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ EOS-ის ფასი კვლავ კლების ტენდენციას აჩვენებს ანალიტიკოსებს მაინც იმედი აქვთ, რომ ალტკოინი ფასის 2 დოლარამდე გაზრდას შეძლებს. გუშინ კრიპტოვალუტაზე ვაჭრობა 1.98 დოლარზე გაიხსნა. 1.99 იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული. 1.84 დოლარი წარმოადგენდა დღის მანძილზე არსებულ ყველაზე დაბალ ფასს, ხოლო საღამოს EOS-ზე ვაჭრობა 1.85 დოლარზე დაიხურა.

EOS-ის კურსის კლება 7 დეკემბერს დაიწყო, როდესაც ალტკოინის ფასმა 1.55 დოლარის ნიშნულს მიაღწია.

ამ ეტაპზე ანალიტიკოსები ტრეიდერებს ვაჭრობას არ ურჩევენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი