23 ივნისს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

0
1633

კვირას, 23 ივნისს ციფრული ვალუტების ბაზარი სტაბილურად გამოიყურებოდა.

ბიტკოინის კურსი 10.700 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. დღის განმავლობაში კრიპტოვალუტის ზრდის მაჩვენებელი 4.65%-ს შეადგენს.

უნდა აღინიშნოს, რომ კვირის განმავლობაში ბიტკოინის კურსი 16%-ით არის მომატებული.

რაც შეეხება ეთერიუმს: ეთერიუმის კაპიტალიზაციის მაჩვენებელი 32.8 მილიარდ დოლარს შეადგენს, ხოლო რიპლის-19.9 მილიარდ დოლარს.

Coin360-ის მონაცემების მიხედვით, ეთერიუმის ფასი ბოლო 24 საათის განმავლობაში 1.69%-ით შემცირდა. მიუხედავად ამისა, ეთერიუმის კურსი ცდილობს, რომ 300 დოლარის დონეს არ ჩამოსცდეს.

კვირის განმავლობაში კი ალტკოინის ფასი 13%-ით გაიზარდა.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების თანახმად, 23 ივნისს კრიპტოვალუტების მთლიანი საბაზრო კაპიტალიზაცია დაახლოებით 324 მილიარდ დოლარს შეადგენდა.

ეს მაჩვენებელი წინა კვირის მონაცემებზე 14.8%-ით მეტია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი