დიდი ბრიტანეთის სტაბილკოინის სამუშაო ჯგუფი საზოგადოებაში კრიპტოვალუტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას იწყებს

0
1406

გაერთიანებული სამეფოს ფინანსთა მინისტრმა ამ კვირაში სტაბილკოინის სამუშაო ჯგუფის შექმნის შესახებ განაცხადა. ჯგუფში გაერთიანებულია ინგლისის ბანკი და მისი უდიდებულესობის ხაზინა, რათა ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის გამოშვება მოხდეს.

ინდუსტრიის, აკადემიური წრეებისა და სამოქალაქო საზოგადოებისგან მიღებული გამოხმაურებების გათვალისწინებით, სამუშაო ჯგუფი დაკისრებული მოვალეობის შესრულების შემდეგ, შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს ურჩევს გამოუშვას თუ არა მომავალში ციფრული ფუნტი. სამუშაო ჯგუფი სტაბილკოინის ფუნქციონირებას ყველა შესაძლო კუთხიდან განიხილავს.

ჯგუფის მუშაობის მთავარი პრინციპი ის არის, რომ მოსახლეობა, სურვილის მიხედვით, აღნიშნულ კვლევაში ჩართოს.

შესაბამისად, დაინტერესებულ პირებს ექნებათ წვდომა მონაცემებზე და საშუალება უფრო ახლოს გაიცნონ კრიპტოვალუტის მოხმარების წესები, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლებას.

ეს უკანასკნელი კი პანდემიის შემდეგ ადამიანებს მომავლის უკეთეს ეკონომიკურ დაგეგმვაში დაეხმარება.

პროექტი დაფუძნებული იქნება Blockchain ტექნოლოგიაზე და სამუშაო ჯგუფი სრულად იღებს პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე მოქალაქეთა პირადი ინფორმაციის დაცვის თაობაზე .

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი