ჩინეთის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის საპილოტე პროგრამას ტესტავს

0
1148

ჩინეთის ბანკის ციფრული ვალუტის შესახებ ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაციით მედია აქტიურად ინტერსდება.

ბანკის წარმომადგენელმა მედიასთან საუბრის დროს დაადასტურა, რომ ახალი ციფრული ვალუტის საპილოტე ტესტირება რამდენიმე ქალაქში ჩატარდა. მათ შორის ჩენგდუში, რომელიც მომავალ ზამთრის ოლიმპიადას უმასპინძილებს.

ჟურნალისტებთან საუბრის დროს, ცენტრალური ბანკის წარმომადგენელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ციფრული ვალუტის საპილოტე პროგრამის სატესტო ვარიანტის გაშვება სრულებით არ ნიშნავს იმას, რომ “ციფრული იუანი” წარმოებაში ოფიციალურად ჩაეშვება.

”ციფრული იუანის ამჟამინდელი სატესტო პერიოდი ინსტიტუტების კომერციულ ფუნქციონირებაზე არ იმოქმედებს, ასევე არ იმოქმედებს ფინანსურ ბაზარსა და სოციალურ ეკონომიკაზე. ამ ეტაპზე მხოლოდ ტესტირება მიმდინარეობს, მეტი არაფერი”,- განაცხადა ჩინეთის სახალხო ბანკის წარმომადგენელმა.

აპრილის დასაწყისში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ ჩინეთის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის კვლევას აგრძელებდა.

”მთავარი პრიორიტეტია უმაღლესი დონის სისტემის დიზაინის გაუმჯობესება. დაუყოვნებლივ უნდა გაგრძელდეს ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის კვლევა. კვლევის გარდა, ასევე უმნიშვნელოვანესია, რომ ვიზრუნოთ ციფრული ვალუტის განვითარებაზეც”,- ნათქვამი იყო ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი