ნორვეგიის ელექტროენერგიის მომსახურების მიმწოდებელი Aker Solutions-ი ავითარებს ახალ ბიზნესს, რომელსაც ბიტკოინთან ექნება კავშირი. ეს ინფორმაცია მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, კიელ ინჟე რიკლემ ციფრული ვალუტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
Aker Solutions-მა განაცხადა, რომ დააფუძნა Seetee, კრიპტოვალუტაზე ორიენტირებული ინვესტიციური კომპანია, რომელიც ცდილობს გამოიყენოს ბიტკოინის ეკოსისტემა. კომპანიას გამოეყო 59 მილიონი აშშ დოლარი, ანუ 500 მილიონი ნორვეგიული კრონა. Aker Solutions-ის თქმით, დროთა განმავლობაში ეს თანხა, გამოცდილების მიღებასა და შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, მნიშვნელოვნად მოიმატებს.
”Aker Solutions-ის Seetee–ს მეშვეობით ბიტკოინში ინტეგრირება გრძელი და ფუნდამენტური დისკუსიის შედეგია. ბიტკოინი, ჩვენი აზრით, წარმოადგენს დაბალანსების ეკონომიკურ ელემენტს”,-აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.
ამასთანავე, ცნობილი გახდა, რომ Seetee გეგმავს მაინინგის დაწყებასაც.
შეგახსენებთ, რომ შვედეთის Riksbank-ის მსგავსად ნორვეგიაც განიხილავს ელექტრონული კრონას გამოშვებას.