Blockchain კომპანია ეგვიპტის მთავრობასთან მუშაობას განაგრძობს

    Blockchain კომპანია CargoX-მა, რომელიც სპეციალიზირებულია დოკუმენტების გადაცემის გადაწყვეტილებებში, ეგვიპტის მთავრობასთან ხელშეკრულების გრძელვადიანი გახანგრძლივების შესახებ განაცხადა.

    შარშან, Misr Technology Services-მა (MTS) და ეგვიპტის მთავრობამ სავაჭრო პლატფორმისთვის CargoX-ის Blockchain დოკუმენტების გადაგზავნის (BDT) სერვისი შექმნა.

    აღნიშნული სერვისის გამოყენება, ეგვიპტის პორტებში სავალდებულო გახდა და მისი მეშვებით, დღესდღეობით 12000-ზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება. BDT-ი ეთერიუმის Blockchain-ზე არის აგებული.

    MTS-ის თავმჯდომარემ და აღმასრულებელმა დირექტორმა, ოსამა ალ-შარიფმა განმარტა: „MTS-მა მოახერხა მოძველებული საბაჟო პროცედურები, თნამედროვე ციფრულ ეკოსისტემაზე გადაეწყო და გაეფართოვებინა. შედეგად CargoX-ი თავის მოწინავე ტექნოლოგიას გამოიყენებს”.

    პლატფორმის მომხმარებლებს შეუძლიათ ატვირთონ ან შექმნან ელექტრონული სავაჭრო დოკუმენტები, რომლებიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საერთაშორისო კომერციისთვის. ამის შემდეგ BDT-ს სერვისის წყალობით დოკომენტების ტრანზაქცია ბევრად ეფექტურად განხორციელდება.

    სერვისის პრივილეგიები მოიცავს დოკუმენტის საკუთრების შეუქცევად გადაცემას და მონაწილეთათვის კონფიდენციალური ღონისძიებების აუდიტირებულ კვალს.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *