ეთერიუმის განახლებული ქსელის ტესტირება დაიწყო

0
1100

ეთერიუმი ქსელის განახლებას განაგრძობს.

ეთერიუმი ახალი ქსელის გაშვებას გეგმავს, რომელიც მნიშვნელოვნად გააფართოვებს მის ხელმისაწვდომობას ბაზარზე. ამჟამად ქსელის ტესტირება მიმდინარეობს, რომელიც რამდენიმე ეტაპადაა დაყოფილი. პირველი ეტაპი დღეს, 10 მარტს დაიწყო. დანარჩენი ეტაპები კი ერთი კვირის შუალედებით განხორციელდება.

აღნიშნული ქსელების სქემა მრავალი თვის განმავლობაში მიმდინარეობდა და ორიენტირებული იყო ახალი ბაზრის ათვისებაზე. შესაბამისად, ტესტირების წარმატებით დასრულების შემდეგ ეთერიუმი უფრო ფართოდ იქნება ხელმისაწვდომი ბაზარზე. ეთერუმის ქსელის ოპერატორმებმა განმარტეს:

“ეთერიუმის კვანძის ოპერატორებმა უნდა განაახლონ თავიანთი კვანძები იმ ქსელებში, სადაც მონაწილეობა სურთ. ბლოკის დროის ცვალებადობის გამო, რეკომენდებულია განახლება მოსალოდნელ თარიღამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდეს.”

აღნიშნული განახლებული ქსელის სარგებელი ის იქნება, რომ მომხმარებლებს განახლების მისაღებად არაფრის გაკეთება არ მოუწევთ. განახლება მათ პროდუქციაზე ავტომატურად აისახება და ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი