ფილიპინების მარეგულირებელი მაინინგის კომპანიას აფრთხილებს

0
1195

ფილიპინების მარეგულირებელმა განაცხადა, რომ Mining City, ბიტკოინის მოპოვებელი კომპანია თაღლითურ სქემას იყენებს. მარეგულირებელი მათ აღნიშნული სქემის გამოყნების გამო 21 წლამდე თავისუფლების აღკვეთით დაემუქრა.

მიუხედავად ამისა, აღნიშნული კომპანიის მიერ მოპოვებული კრიპტოვალუტის ფასი იზრდება.

მარეგულირებლის მიერ გამოცემულ გაფრთხილებაში წერია, რომ ქვეყანაში კომპანიის მოქმედება არალიცენზირებულია. განცხადებაში ნათქვამია, რომ იგი არ ფუნქციონირებს ციფრული ვალუტის ბირჟს სახელმძღვანელო მითითებების შესაბამისად.

”აღნიშნული სქემა, რომელსაც Mining City იყენებს, აშკარად თაღლითური სქემაა, სადაც ინვსტორთა გადარიცხვების ხარჯზე ხდება გადასახადების დამალვა. ეს განსაკუთრებით ეხებათ მათ, ვინც პირველ ინვესტიციას დებს აღნიშნულ კომპანიაში”,-ნათქვამია განცხადებაში.

მარეგულირებლის განცხადებაში მითითებული იყო Mining City-ის მმართველი საბჭოს წევრების სახელები და გვარები.

ყველა მათგანის მონაცემი შიდა შემოსავლების ბიუროს საგადასახადო შეფასების ცენტრს გამოსაკვლევად გადაეგზავნა.

ამასთანავე, მარეგულირებელი მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ არ ითანამშრომლონ აღნიშნულ კომპანიასთან.

შეგახსენებთ რომ, ფილიპინების მარეგულირებელმა კრიპტო თაღლითობის შესახებ მომხმარებელი ივლისშიც გააფრთხილა.

ფილიპინების ფასიანი ქაღალდების და ბირჟის კომისიამ განცხადება გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, ის ადამიანები, ვინც კრიპტო თაღლითურ სქემაში მონაწილეობდნენ დიდი ოდენობის ჯარიმა დაეკისრებოდათ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი