Bybit-ი რეგულაციების შესაბამის პოლიტიკას შეიმუშავებს

0
1023

Bybit-ს კრიპტოვალუტის მარეგულირებელ სისტემასთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად ახალი კადრი ჰყავს.

დანიელ ლიმი არის სინგაპურში დაფუძნებული ინვესტიციური ბანკის, Daiwa Capital Markets–ის, იურიდიული უფროსი, რომელმაც კვირის დასაწყისში განაცხადა ახალი თანამდებობის დაკავების შესახებ. პოზიცია გულისხმობს Bybit-ის იურიდიული გუნდის ხელმძღვანელობას, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის პოლიტიკის შექმნას.

კომპანია იძულებული გახდა დაენიშნა დანიელ ლიმისნაირი გამოცდილი კადრი, რადგან მათ ბოლოდრონდელ მარეგულირებელ სიახლებს ფეხი ვერ აუწყეს. ამის გამო კომპანიას გაერთიანებულ სამეფოში ვაჭრობა აეკრძალა.

Bybit-ის თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, ბენ ჟოუმ განაცხადა, რომ დანიელ ლიმი დაინიშნა კომპანიის მარეგულირებელი სისტემისთვის საჭირო რეფორმების გასატარებლად.

”მოხარულნი ვართ მივესალმოთ დანიელს, რომელსაც განსაკუთრებული გამოცდილება და შორსმჭვრეტელობა შემოაქვს ჩვენს მზარდ ინდუსტრიაში”, – აღნიშნა ბენ ჟოუმ და დასძინა, რომ დანიელ ლიმი ხელს შეუწყობს Bybit-ის შესაბამისობის გაძლიერებას სწრაფად ცვალებად მარეგულირებელ გარემოში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი