კრიპტო პლატფორმა FalconX-მა დაფინანსების სახით 50 მილიონი დოლარი მიიღო

0
1246

FalconX–მა, კრიპტოვალუტის ბირჟამ, რომელიც ინსტიტუციონალურ ინვესტორებზე იყო ორიენტირებული, Tiger Global–ისა და B Capital Group– ისგან 50 მილიონი დოლარი მიიღო. დაფინანსების ახალ რაუნდში, ეს ორი კომპანია შეუერთდა Coinbase Ventures-ს, Accel-ს, FMR LLC-ს და სხვებს FalconX–ს მხარდაჭერაში.

მიმდინარე დაფინანსების ეტაპები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზსს ციფრული აქტივების პოპულარობას. FalconX-ი არ აკონკრეტებს, თუ როგორ უნდა განაწილდეს შემოსული თანხები, მაგრამ თუ ის წინა საფონდო მოსაკრებლის განაწილების გზას გაჰყვება, სავარაუდოა, რომ აღნიშნული თანხები ბიზნესის განვითარების კუთხით დაიხარჯება.

FalconX–მა 2020 წლის მაისში 17 მილიონი დოლარი გამოიმუშავა ბიზნეს სექტორის ზრდის რამდენიმე ინიციატივის დასაფინანსებლად, მათ შორის ახალი ინფრასტრუქტურის დასამატებლად და პროდუქტის შეთავაზების გაფართოების მიზნით.

იმ პერიოდში, FalconX–მა მედიას განუცხადა, რომ იგი იყენებს მონაცემთა მეცნიერებას პროფესიონალური ინვესტორებისთვის უფრო კონკურენტუნარიანი სავაჭრო გარემოს შესაქმნელად. Tiger Capital-ის პარტნიორმა, სკოტ შლეიფერმა FalconX-ი აღწერა, როგორც პოტენციური ინდუსტრიის ლიდერი კრიპტოვალუტის სექტორში.

FalconX-ი აცხადებს, რომ ბოლო 12 თვის განმავლობაში შემოსავალი 46-ჯერ გაიზარდა, რაც გამოწვეულია ინსტიტუციონალური ინვესტორების დაინტერესებით.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი