მედია: ისრაელში კრიპტოვალუტით არასანქცირებული ტრანზაქცია განხორციელდა

0
1154

ისრაელში დაფუძნებული კომპანია Sapiens-მა მარტსა და აპრილის მონაკვეთში ბიტკოინით ტრანზაქცია განახორციელა.

გავრცელებული ინფორმაციით, კომპანიამ ბიტკოინით 250,000 აშშ დოლარი ჰაკერების მოთხოვნით გამოსასყიდის სახით გადაიხადა. როგორც ცნობილი გახდა, ჰაკერების ჯგუფი კომპანიას ემუქრებოდა და გამოსასყიდის გადაუხდელობის შემთხვევაში სისტემების დაზიანებას აპირებდა.

შესაბამისად, ტრანზაქცია მარეგულირებლის გვერდის ავლით განხორციელდა.

უნდა აღინიშნოს, რომ მარტი-აპრილის მონაკვეთი არამხოლოდ ისრაელისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის საკმაოდ რთული პერიოდი იყო. სწორედ გაზაფხულის დასაწყისში იფეთქა COVID-19-ის ინფექციამ.

აღსანიშნავია, რომ მაშინ, როდესაც ტრანზაქცია განხორციელდა კომპანიის თანამშრომელთა უმეტესი ნაწილი დისტანციურ მუშაობაზე იყო გადასული.

დაახლოებით ორი თვის წინ გავრცელდა გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გავრცელების ფონზე მოსალოდნელი იყო კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითური საქმიანობის რაოდენობის ზრდა.

”მთელ მსოფლიოში არა მხოლოდ უამრავი ციფრული აქტივების სერვისის მიმწოდებელი არსებობს, არამედ ათასობით კრიპტოვალუტის აპარატია განთავსებული, რომლებსაც კრიმინალები საკუთარი დანაშაულებრივი საქმიანობისთვის იყენებენ”,- აღნიშნული იყო გამოძიების ფედერალური ბიუროს განცხადებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი