ცენტრალური ბანკების მნიშვნელოვანი ნაწილი სტაბილკოინს იკვლევს

0
785

კომპანია PwC-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, ცენტრალური ბანკების 80%-ზე მეტი ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) გამოშვებით ან დაინტერესებულია, ან უკვე ახორციელებს შესაბამის ტესტირებებს.

აღნიშნული სტატისტიკა მსოფლიო მასშტაბით CBDC-ის ინდექსის წლიურ ანგარიშშია თავმოყრილი, რომელიც ცენტრალური ბანკების სიმწიფის დონეს აფასებს, თუ რამდენად მზად არიან საკუთარი ციფრული ვალუტის დანერგვისათვის.

მოხსენება ასევე სტაბილკოინის მიმოხილვასაც მოიცავს, რაც პირველად ხდება.

ანგარიშში რეიტინგულადაა დახარისხებული, როგორც საცალო CBDC-ები, რომლებიც გამოშვებულია ფართო საზოგადოებისთვის, ასევე საბითუმო CBDC-ები, რომლებიც შეზღუდული რაოდენობით იწარმოება და ცენტრალურ ბანკთან არსებული ფინანსური ინსტიტუტებისთვისაა განკუთვნილი.

მოხსენების თანახმად, საცალო ვაჭრობის CBDC-ებმა მიაღწიეს სიმწიფის უფრო დიდ დონეს საბითუმოსთან შედარებით. მაგალითად, ნიგერიის “eNaira”-მ მიიღო 95 ქულა, რაც მას ყველაზე განვითარებულ ციფრულ ვალუტად აქცევს როგორც საცალო, ასევე საბითუმო კატეგორიებში.

შემაჯამებელ სტატისტიკაში ასევე მოხვდნენ საცალო ვაჭრობის კატეგორიაში ბაჰამის კუნძულები. ეს არის პირველი ქვეყანა, რომელმაც შექმნა Sand Dollar-ი.

საცალო ვაჭრობის კატეგორიაში ასევე მოხვდა იამაიკური Jam-Dex-ი, რომლის გამოშვებაც წელს იგეგმება და ტაილანდი, რომელმაც CBDC-ის ტესტირების შესახებ ჯერ კიდევ გასული წლის აგვისტოში გამოაცხადა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი