ჩინეთში კრიპტო თაღლითობის სქემა გამოამჟღავნეს

0
1198

ჩინეთის სამართალდამცავმა უწყებამ თაღლითობის სქემა გამომაჟღავნა.

ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ციფრული ვალუტის კომპანია Wotoke-მა დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარის კრიპტოვალუტა მიითვისა.

როგორც მედია წერს, დაზარალებულთა რიცხვი 715.000-ზე მეტს შეადგენს.

დაახლოებით ერთი კვირის წინ ჩინეთის ცენტრალური ბანკის განცხადება გამოქვეყნდა, რომლის მიხედვითაც, ჩინეთის სახალხო ბანკის სოციალური მედიის ანგარიში მოქალაქეებს ფულადი სახსრების არალეგალური სქემების შესახებ აფრთხილებდა.

საქმე ეხებოდა უკანონო საქმიანობისთვის კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნილოგიის გამოყენებას.

ამ საკითხთან დაკავშირებით ჩინეთის სახალხო ბანკის შანხაიის ფილიალმა გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც მოცემული იყო ფინანსური თაღლითობის ნიშნები. სტატიაში ცალკე თავი ციფრული ვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის თაღლითურ სქემებში გამოყენებას ეთმობოდა.

სტატიაში ასევე იყო ბანკის რეკომენდაციაც მოცემული, თუ როგორ შეიძლება მომხმარებელმა თავი აარიდოს ფინანსურ თაღლითობას.

მაისის დასაწყისში მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიუ–იორკში დაფუძნებული Blockchain კომპანია Chainalysis–ი თაღლითური სქემის გამოსავლენ სისტემას ქმნიდა.

კომპანიის ახალი წამოწყება კრიპტოვალუტის დანაშაულის ანალიზს ეხებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი