სამართლებრივი ბრძოლა თავიდან იქნა აცილებული მას შემდეგ, რაც YGG-ი და Merit Circle DAO გარიგებაზე შეთანხმდნენ.
პოტენციური სამართლებრივი ბრძოლა, რომელიც Merit Circle-ის დეცენტრალიზებული ავტონომიური ორგანიზაციის (DAO) მხარდამჭერ კომპანია Merit Circle Ltd-სა და Yield Guild Games (YGG) შორის უნდა შემდგარიყო, აღიკვეთა მას შემდეგ რაც ამ ორგანიზაციებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
Merit Circle-ი არის კომპანია, რომელმაც შექმნა Merit Circle DAO, რათა დაეხმაროს მოთამაშეებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მაინინგ ხასიათის თამაშებით, ასევე მცირე კომპანიით, რომლებიც სათამშო სესხებს კრიპტოვალუტაში გასცემენ.
თავდაპირველად, DAO-მ მიიღო წინადადება, რომელიც გააუქმებდა YGG-ის მარტივ შეთანხმებას მომავალი ტოკენებისთვის (SAFT) და ანაზღაურებდა მას მხოლოდ მისი საწყისი 175,000 აშშ დოლარის მონეტის (USDC) შენატანით.
გაუმჯობესების წინადადება, სახელწოდებით MIP-13, მიღებულ იქნა 28 მაისს, მაგრამ MIP-13-ის მიღებამ შეიძლება არ დააკმაყოფილოს იურიდიული შეთანხმება Merit Circle-სა და YGG-ს შორის, რომლის მიხედვითაც YGG მიიღებს ტოკენებს Merit Circle-ში ფინანსური წვლილის სანაცვლოდ.