ევრაზიის ეკონომიკური კავშირის კომისია კრიპტოვალუტის რეგულირებაზე მუშაობას იწყებს

0
2239

ევრაზიის ეკონომიკური კავშირის კომისიამ კრიპტოვალუტის შესახებ ანგარიში მოამზადა. ანგარიშის მიზანია რეგიონის მასშტაბით ხელი შეუწყოს ციფრული ვალუტის რეგულირების საკითხს.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო TASS-ი ავრცელებს.

კომისიის თავმჯდომარებ ტატიანა ვალოვაიამ განაცხადა, რომ 2014 წელს რუსეთმა, სომხეთმა, ბელარუსმა, ყაზახეთმა და ყირგიზეთმა შექმნეს ევრაზიული პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირი, რომელიც 2025 წლისთვის მიზნად ისახავდა კონსოლიდირებული ფინანსური ბაზრის შექმნას. მისი თქმით, ბაზარი თანაბრად უნდა იყოს განვითარებელი როგორც კრიპტოვალუტისთვის ისე, Blockchain ინდუსტრიისთვის.

სააგენტოს ცნობით, კომისიამ ჩამოაყალიბა ექსპერტთა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც ევრაზიის ყველა ქვეყნის წარმომადგენელი შედის. სამუშაო ჯგუფის მოვალეობაა სხვადასხვა ქვეყნის მაგალითზე კრიპტოვალუტის რეგულაციის სისტემის შესწავლა. თავმჯდომარის თქმით, ციფრული ვალუტისთვის სამართლებრივი სისტემის შექმნა აუცილებელია.

ტატიანა ვალოვაიამ ასევე განაცხადა, რომ ადრე თუ გვიან, კრიპტოვალუტას მაკროეკონომიკის სტაბილურობაზე მნიშვნელოვანი გავლენა ექნება.

შეგახსენებთ, რომ მედიით გუშინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Belarusbank-ი ციფრულ ინდუსტრიაში ინტეგრირებას აპირებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი