ტომ ლი: ეთერიუმის კურსი 2019 წელს 1.900 დოლარის ნიშნულს მიაღწევს

0
2472

“ეთერიუმი ტენდენციას შეცვლის და 2019 წლის ბოლოსთვის 1.900 დოლარს მიაღწევს”,- ამის შესახებ ტექ.-ანალიტიკოსი ტომ ლი იტყობინება.

აღნიშნულ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

ტექ.-ანალიტიკოსმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ეთერიუმის ბაზარი საკმაოდ შემცირებულია. თუმცა ამასთანავე, ლი იმასაც აცხადებს, რომ ეს არის კრიპტოვალუტის კურსის მოსალოდნელი ზრდის საფუძველი.

უნდა აღინიშნოს, რომ ეთერიუმის ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული 2018 წლის 13 იანვარს დაფიქსირდა, როდესაც ალტკოინის ღირებულებამ 1.349 დოლარს მიაღწია. ტომ ლის ახლანდელი მოსაზრების თანახმად, კი ეთერიუმის კურსმა ახალი ისტორიული ნიშნული 2019 წლის ბოლოსკენ უნდა დააფიქსიროს.

ამასთანავე, შეგახსენებთ, რომ ეთერიუმის კურსი ამ ეტაპზე კვლავ რყევას განიცდის და კურსი 230 დოლარის ფარგლებში მერყეობს. CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, 27 სექტემბერს ეთერიუმის დღის განმავლობაში დაფიქსირებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 230 დოლარი იყო. ხოლო, ეთერიუმზე ვაჭრობა 228 დოლარზე დაიხურა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი