დუბაიში დაფუძნებული სალიცენზიო კომპანია კრიპტოვალუტას გადახდის მეთოდად აღიარებს

0
970

არაბთა გაერთიანებული საამიროების, კერძოდ დუბაის მთავრობამ, მათ მფლობელობაში არსებული კომპანიის, Kiklabb–ის სახელით კლიენტებს კრტიპტო მომსახურება შესთავაზეს. კომპანიის მომსახურეობა მოსაკრებლისა და გადასახადების გადახდას გულისხმობს.

გადახდის ფორმად მიიღება შემდეგი კრიპტოვალუტები: ბიტკოინი, ეთერიუმი და Tether-ი. Kiklabb–ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ტასავარ ულჰაქმა განაცხადა, რომ ეს გადაწყვეტილება შესაბამისობაში მოდის კრიპტო გადახდების მზარდ მოთხოვნასთან.

”ნამდვილად დროის საკითხი იყო, სანამ ბიტკოინს, ეთერიუმსა და Tether-ს გადახდის ფორმად მივიღებდით. კრიპტოვალუტა არის მომავლის გადახდის მეთოდი”,-აღნიშნა Kiklabb–ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

კრიპტოვალუტის გადახდის ვარიანტების მიღება კომპანიის გეგმის ნაწილია, რომელიც მოიცავს ციფრული და ონლაინ ბიზნესის გაფართოებას.

ჯერ კიდევ 2020 წელს, კორონავირუსის პანდემიის ფონზე, სალიცენზიო ფირმამ მომხმარებლებს დისტანციური რეგისტრაციის შესაძლებლობა შესთავაზა.

კომპანია ასევე იყო არაბთა გაერთიანებულ საამიროებსა და ისრაელს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ბენეფიციარი, რომელმაც ხელი მოაწერა თანამშრომლობის ხელშეკრულებაზე NY Koen Group-თან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი