ფინანსური სტაბილურობის საბჭო: კრიპტოვალუტა საფრთხეს არ წარმოადგენს

0
2237

ცენტრალური ბანკის მარეგულირებელთა საერთაშორისო ჯგუფმა G-20 სამიტის სახელმწიფოების წარმომადგენლებთან ერთად განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტა გლობალურ ფინანსურ სტაბილურობას ხელს არ უშლის.

18 მარტს გამოქვეყნებულ წერილში ფინანსური სტაბილურობის საბჭოს თავმჯდომარემ მარკ კერნიმ, რომელიც ასევე ხელმძღვანელობს ინგლისის ბანკს განაცხადა, რომ საბჭო კრიპტოვალუტაში საფრთხეს ვერ ხედავს.

“ფინანსური სტაბილურობის საბჭოს თავდაპირველი შეფასება ისაა, რომ დღესდღეობით, კრიპტო-აქტივები გლობალური ფინანსური სტაბილურობისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს. ამას კი ნაწილობრივ განაპირობებს ის, რომ გლობალურ ფინანსურ სისტემაში კრიპტოვალუტა არც თუ ისე, დიდ ადგილს იკავებს.

მაშინაც კი, როდესაც კრიპტოვალუტა ისტორიულ მაქსიმუმზე იყო მისი გლობალური საბაზრო ღირებულება მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე ნაკლებს წარმოადგენდა.

ის ფაქტი, რომ კრიპტოვალუტა ტრადიციული ვალუტის შემცვლელი არ არის ნიშნავს, რომ ეკონომიკურ და ფინანსური ოპერაციების დროს ლიმიტირებულად გამოიყენება. ეს კი გულისხმობს იმას, რომ საფინანსო სისტემასთან კრიპტოვალუტის კავშირი გარკვეულწილად შეზღუდულია”,- განაცხადა მარკ კერნიმ.

მიუხედავად იმისა, რომ კერნის შენიშვნა გლობალურ ფინანსურ სისტემაში კრიპტოვალუტის ლიმიტირებულ გამოყენებას ეხება, G-20 სამიტის პირველი ორი შეხვედრა კრიპტოვალუტის რეგულაციას შესახებ გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთი, იაპონია და აშშ კრიპტოვალუტის ვაჭრობასთან დაკავშირებით, რეგულაციის ერთიანი სისტემის შემოღებას ითხოვს.

თუმცა ასევე, ცოტა ხნის წინ იაპონიის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ფულის გათეთრების წინააღმდეგ საერთო ბრძოლაში ჩართვისკენ სურვილი გამოთქვეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი