ინდოეთის სამართალდამაცავები და კრიპტო სექტორის წარმომადგენლები ერთობლივად მუშაობენ

0
1546

ინდოეთის სამართალდამცავი ორგანოების, აკადემიური ინსტიტუტების, სტარტაპების და კვლევითი და განვითარების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ერთობლივი მუშაობა დაიწყეს.

საქმე ციფრული ვალუტის არალეგალურად გამოყენების შემთხვევებს უკავშირდება.

ამ ეტაპზე ჯგუფი დაახლოებით ათეულ პრობლემურ განცხადებას განიხილავს, რომელიც კრიპტოვალუტის უკანონო ოპერაციებში გამოყენებას ეხება.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ კრიპტოვალუტის ბირჟა ZebPay–მ Blockchain-ის ანალიტიკური კომპანიის, Chainalysis–ის გუნდი დაიქირავა, რათა ინდოეთში ბირჟის საქმიანობის მონიტორინგი ჩაეტარებინა.

ეს ნაბიჯი Chainalysis-სა და ZebPay-ს შორის პარტნიორობის გაფართოებას გულისხმობდა.

”ჩვენ თავიდანვე გვინდოდა უსაფრთხოების მაღალი დონის პროგრამის შექმნა,” – აღნიშნა ZebPay– ს პრეზიდენტმა, ავინაშ შეჰარიმ.

Chainalysis-ი უზრუნველყოფს სიგნალების მიღებას, რომლებიც ZebPay-ს საეჭვო ან მაღალი რისკის მქონე გარიგების შესახებ ცნობას აწვდის.

ZebPay-ს ინდოეთის ოპერაციებისთვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება ხდება დაახლოებით სამი თვის შემდეგ, რაც ქვეყნის უზენაესმა სასამართლომ ინდოეთის ბანკებს ციფრული ვალუტის კომპანიებთან ურთიერთობა აუკრძალა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი