ისრაელმა სტაბილკოინის საპილოტე პროგრამა დაიწყო

0
1125

ისრაელის ბანკის დირექტორის მოადგილემ დაადასტურა, რომ ციფრული შეკელის საპილოტე პროგრამა მიმდინარეობს.

Jerusalem Post-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ისრაელის ბანკის მმართველის მოადგილემ, ენდრიუ აბირმა განაცხადა, რომ საფინანსო ინსტიტუტმა ციფრული შეკელით საპილოტე პროგრამის განხორციელება დაიწყო.

ენდრიუ აბირმა IDC Herzliya-ს სამართლიანი ღირებულების ფორუმის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას დაამატა, რომ ბანკის მიერ ციფრული ვალუტის გამოცემის მიმართ იგი არ არის ოპტიმისტურად განწყობილი.

”მე ადრე ვფიქრობდი, რომ ხუთი წლის განმავლობაში სტაბილკოინის მიღების შანსი არის 20%. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩემმა შეფასებამ ცოტათი მოიმატა, ძირითადად იმიტომ, რომ სხვა ქვეყნები ამ საქმეში წინ მიიწევენ, მაგრამ მაინც 50%-ზე ნაკლები შანსია”,- განაცხადა ქვეყნის ცენტრალური ბანკის დირექტორმა.

შეგახსენებთ, რომ გასულ თვეში, საფინანსო ინსტიტუტმა განაცხადა, რომ ის ამზადებდა სტაბილკოინის სამოქმედო გეგმას. თუმცა ცენტრალური ბანკის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ბანკი მზად არის ნებისმიერ დროს შეწყვიტოს პროგრამა, თუკი ხარჯები პოტენციური რისკების გამოთვლას გადასცდება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი