კრიპტოვალუტის ბირჟა Buda კოლუმბიაში საქმიანობის განახლების ნებართვას ითხოვს

0
1648

სამხრეთ ამერიკული კრიპტოვალუტის ბირჟა Buda კოლუმბიის პრეზიდენტისგან, ივან დუქისგან ითხოვს დახმარებას, რათა ქვეყნის მასშტაბით ბირჟამ თავისი საქმიანობა აღადგინოს.

ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება La Republica იტყობინება.

ციფრული ვალუტის ბირჟამ Buda-მ, რომელსაც დაახლოებით 35.000 ანგარიში აქვს, 20 ივნისიდან შეწყვიტა ოპერირება, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა გადაწყვიტა ბირჟის ანგარიშების დახურვა გარანტიების არარსებობის გამო.

ეს სპონტანური ნაბიჯი იყო. ამიტომ შემდგომში ბირჟას ტექნიკური სირთულეები ჰქონდა. ამის პარალელურად კი, კოლუმბიის საფინანსო კონტროლი ბანკებს მუდმივად ახსენებდა, რომ კრიპტოპლატფორმებთან ურთიერთობა მათ აკრძალული ჰქონდათ.

ამჯერად, Buda-ს ქვეყნის კრიპტოვალუტის ასოციაცია ეხმარება. კონკრეტულად ასოციაცია არის შუამავალი პრეზიდენტთან, რათა საბოლოოდ მოხდეს ბირჟის საქმიანობის აღდგენა.

“პრეზიდენტის უახლესი განცხადებების მიხედვით, რომელიც ქვეყანაში ახალი ტექნოლოგიების პოპულარიზაციას ეხება, კონკრეტულად, განცხადებების დროს გაჟღერდა ისეთი მოსაზრებები, რომ ქვეყანაში უნდა იყოს სივრცე შექმნილი ისეთი ტექნოლოგიისთვის, როგორიც არის Blockchain-ი და კრიპტოვალუტა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, რომ კოლუმბიაში Buda-მ განაახლოს ოპერირება”,-ნათქვამია პრეზიდენტის მისამართით გაკეთებულ განცხადებაში.

წერილში ალეხანდრო ბელტრანმა, რომელიც არის კოლუმბიაში Buda-ს მენეჯერი აღნიშნა, რომ ბირჟა მხოლოდ ითხოვს საბაზისო საბანკო მომსახურების მიღებას. განცხადებაში ასევე ხაზგასმულია, რომ კომპანია ხელს უწყობს ახალი ტექნოლოგიების განვითარებას. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ Buda კოლუმბიაში ჯანსაღ და უსაფრთხო კრიპტოინდუსტრიას ავითარებს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი