PayPal-მა Libra-ს ასოციაცია დატოვა

0
2098

გადახდის პროვაიდერმა, PayPal–მა Libra-ს ასოციაცია ოფიციალურად დატოვა. Libra-ს ასოციაცია Facebook–ის კრიპტოვალუტის განვითარებისთვის შექმნილი ორგანიზაციაა.

როგორც Financial Times–ი იტყობინება, PayPal-ის წარმომადგენელი ორგანიზაციის მიერ წინა კვირას გამართულ შეხვედრას არ დაესწრო.

სწორედ ამ ფაქტს მოჰყვა PayPal-ის სპიკერის კომენტარიც. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ PayPal-ი კვლავინდებურად პოზიტიურად არის განწყობილი Libra-ს პროექტის მიმართ.

”ჩვენ Libra-ს მისწრაფებებს მხარს ვუჭერთ და მომავალში ალბათ გავაგრძელებთ თანამშრომლობას. Facebook-ი არის PayPal–ის მრავალწლიანი და ღირებული სტრატეგიული პარტნიორი. ჩვენ გავაგრძელებთ პარტნიორობას და მხარს დავუჭერთ Facebook-ის სხვადასხვა პროექტს”,- განაცხადა PayPal-ის წარმომადგენელმა.

როგორც მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, PayPal-მა და სხვა კომპანიებმა Libra-ს ასოციაციასთან კონტაქტი შეწყვიტა მარეგულირებელთან გაურკვეველი დამოკიდებულების გამო. პარტნიორი კომპანიების უმეტესობა აცხადებს, რომ არ სურთ მათ ბიზნესში მარეგულირებელი სტრუქტურები ასე აქტიურად ერეოდნენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი