რუსული კომპანია შვეიცარიაში კრიპტოვალუტით ვაჭრობას იწყებს

0
1429

რუსეთის “გაზპრომბანკის” დებიუტი ბიტკოინით ვაჭრობაში შვეიცარიაში შედგა.

შევეიცარიის ცენტრალური ბანკის მარგულირებლის მიერ ახალი რეგულაციების მიღების შემდეგ, რუსეთის “გაზპრომბანკი” OpenVASP-ს შეუერთდა. ეს კი ნიშნავს, რომ ამიერიდან ბანკი მონაწილეობას მიიღებს ბიტკოინით ვაჭრობაში.

უნდა აღინიშნოს, რომ “გაზპრომბანკი” რუსეთის ცენტრალური ბანკის შვილობილი კომანიაა.

განცხადების თანახმად, “გაზპრომბანკი” უზრუნველყოფს თავისი ახალი კრიპტოვალუტის მიმოცვლას თავის ახალ გრძელვადიან პარტნიორებთან, როგორებიცაა Avaloq-ი და Metava.

“გაზპრომბანკის” შვეიცარიის ფილიალის აღმასრულებელმა დირექტორმა, რომან აბდულინმა განაცხადა, რომ კომპანია აპირებს კრიპტო ტრანზაქციების მარტივი, ტრადიციული ხერხებით გარიგებების წარმოებას.

მანს ასევე დასძინა:

”ციფრული აქტივები სულ უფრო მნიშვნელოვანი გახდება ჩვენი კლიენტებისთვის და გლობალური ეკონომიკისთვის. მოხარული ვართ ვითანამშრომლოთ შვეიცარიის წამყვან პირებთან გლობალური კრიპტო და Blockchain ეკოსისტემის შემდგომი განვითარების საკითხებზე”.

შეგახსენებთ რომ, “გაზპრომბანკს” შვეიცარიის მარეგულირებელმა განუმარტა, რომ ისინი შეუერთდებიან OpenVASP-ს, მსხვილ ინდუსტრიულ ასოციაციას, რომელიც ორიენტირებულია ციფრული აქტივების პროვაიდერების მარეგულირებელ შესაბამისობაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი