სამხრეთ კორეის მარეგულირებელი ინვესტორებს არალეგალური ბირჟების შესახებ აფრთხილებს

0
1871

სამხრეთ კორეის ფინანსური მომსახურების კომისიამ განცხადება გაავრცელა. განცხადებაში კომისია ინვესტორებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს. კომისიის ინფორმაციით, ინვესტორები შეიძლება შეცდომაში შეიყვანონ კრიპტოვალუტის კომპანიებმა და თაღლითობის შემთხვევებს ჰქონდეს ადგილი.

ქვეყნის ფინანსური კომისია აცხადებს, რომ კომპანიების საქმიანობა უნდა დამტკიცდეს და დარეგისტრირდეს კომისიასთან, რათა შემდეგ კანონიერად იქნეს სხვადასხვა სახის ფინანსური ოპერაცია განახორციელებული. თუმცა, მარეგულირებლის მონაცემებით, კრიპტოვალუტის ბირჟების გარკვეული ნაწილი კომისიის მიერ არ არის დამტკიცებული ან რეგისტრირებული, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კომპანიები არღვევენ ქვეყნის კაპიტალის ბაზრის შესახებ კანონს.

განცხადების შემდეგ ფინანსური მომსახურების კომისიამ თავისი გეგმები კიდევ უფრო გაამჟღავნა. როგორც ცნობილი გახდა, კომისია გეგმავს კომპანიებთან კონსულტაციები გამართოს, რათა მოხდეს არაკაკონიერად მოღვაწე კრიპტოვალუტის ბირჟებისგან ივესტორების დაცვა. ასევე გასათვალისწინებელია ფინანსური დანაკარგების საკითხიც.

შეგახსენებთ, რომ სექტემბერში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, სამხრეთ კორეის მარეგულირებელი ციფრული ვალუტის გლობალური რეგულაციის პროექტზე მუშაობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი