ექსპერტები კრიპტოვალუტების შანსებს აფასებენ

0
2242

23 ივლისიდან ბიტკოინის ფასი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ზრდის ტენდეცია იმდენად აშკარა არის, რომ ექსპერტები თამამ პროგნოზებს აკეთებენ. თუკი, ბიტკოინის ფასმა ზრდა ასე განაგრძო ფასის შემდეგი ნიშნული 10.000 დოლარი იქნება. თუმცაღა, სანამ კრიპტოვალუტა 10.000 დოლარის დონეს მიაღწევდეს იქამდე 8.566 დოლარზე შეხვდება წინააღმდეგობა. თუ ეს ბარიერი დაიძლევა, მაშინ კურსის სწრაფი ზრდა მოსალოდნელი იქნება.

ეთერიუმთან დაკავშირებით ანალიტიკოსების მოსაზრება ორად არის გაყოფილი. თანაბარი შანსები არსებობს, როგორც ფასის ზრდის ისევე, კლების. თუ კრიპტოვალუტა 500 დოლარის ზღვარს გადასცდება მოსალოდნელი ბარიერი 550 დოლარზე იქნება, ხოლო საბოლოო სამიზნე ფასი კი 600 დოლარი. თუმცა, თუ ეთერიუმმა ფასის კლება აჩვენა მოსალოდნელი ნიშნული 400 დოლარი იქნება.

ამ დროის მონაცემებით, რიპლი 0.42 დოლარის ფარგლებში მერყეობს. განსაკუთრებული ფასის ცვლილება რიპლისთან დაკავშირებით არ შეინიშნება, თუმცა მასაც აქვს კურსის ზრდის პოტენიცალი. უნდა აღინიშნოს, რომ რიპლის ფასის ზრდის ყველაზე მაღალი ნიშნული 0.56 დოლარია, ხოლო კლების მხრივ, 0.33.

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ ბიტკოინ Cash-ს აქვს იმისი პოტენციალი, რომ 935 დოლარის მაჩვენებელს მიაღწიოს. თუმცაღა, კურსის კლების დროს მოსალოდნელი დონე შესაძლოა, 670 დოლარიც კი იყოს.

ლაიტკოინისთვის ფასის მთავარ ნიშნულად კვლავ რჩება 107 დოლარი. ანალიტიკოსები მოელიან, რომ ლაიტკოინი მიაღწევს ამ მაჩვენებელს. ამ ეტზპზე კი, კრიპტოვალუტა 74-დან 92 დოლარის ფარგლებში მოძრაობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი